Accessibility links

logo-print

ჩინეთმა შეერთებულ შტატებს აგრესიულობასა და


ჩინეთმა შეერთებულ შტატებს აგრესიულობასა და ”იარაღის ჟღარუნში” დასდო ბრალი.

ჩინეთმა შეერთებულ შტატებს აგრესიულობასა და ”იარაღის ჟღარუნში” დასდო ბრალი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა პეკინში შეერთებული შტატების ელჩს განუცხადა, რომ ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია ამას წინათ პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით, რომელშიც განიხილებოდა იმის ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს შვიდი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელთა შორის ჩინეთიც მოხვდა. გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ შეერთებულ შტატებს მკაცრი პროტესტი გამოუცხადა შეერთებულ შტატებში ტაივანის წარმომადგენელთა, თავდაცვის მინისტრ ტან იოუმინისა და ყოფილი პრეზიდენტი ლი დენხუეიას, დაგეგმილი ვიზიტის გამო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს საკუთარ ამბოხებულ პროვინციად მიიჩნევს. შეერთებული შტატები ოფიციალურად აღიარებს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მეგობრული ურთიერთობები აქვს ტაივანის ხელისუფლებასთან.
XS
SM
MD
LG