Accessibility links

logo-print

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ”ბარბაროსული” უწოდა კოლუმბიის არქიეპისკოპოს ისაია დუარტე კანსინოს გუშინდელ მკვლელობას.

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ”ბარბაროსული” უწოდა კოლუმბიის არქიეპისკოპოს ისაია დუარტე კანსინოს გუშინდელ მკვლელობას.
არქიეპისკოპოსი უცნობმა პირებმა მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ქალაქ კალიში, როცა იგი გუშინდელი წირვიდან ბრუნდებოდა შინ. არქიეპისკოპოსი კანსინო ცნობილი იყო უკომპრომისო პოზიციით ნარკობიზნესის წარმომადგენელთა და ულტრამემარცხენე ამბოხებულთა მიმართ, რომლებიც კოლუმბიის სამხრეთში მოქმედებენ. ქვეყნის ხელსუფლება დაახლოებით 40 წლის მანძილზე ებრძვის შეიარაღებულ მეამბოხეთა დაჯგუფებებს. კოლუმბიაში სამოქალაქო ომს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG