Accessibility links

logo-print

რუსეთის ცენტრლური ბანკის თავმჯდომარემ ვიქტორ


რუსეთის ცენტრლური ბანკის თავმჯდომარემ ვიქტორ გერაშჩენკომ გადადგომის შესახებ თხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა

რუსეთის ცენტრლური ბანკის თავმჯდომარემ ვიქტორ გერაშჩენკომ გადადგომის შესახებ თხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა
– განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოლოშინმა. მისი სიტყვებით, გადადგომის შესახებ განცხადება გერაშჩენკომ დაწერა არა 15 მარტს, როცა ეს ცნობილი გახდა, არამედ უფრო ადრე. ეს რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსის პირველი კომენტარია ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით. 19 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო განიხილავს ამ საკითხს, შემდეგ კი მას დუმის სხდომაზე გაიტანენ განსახილველად. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წინადადება წამოაყენა, რომ გერაშჩენკოს მემკვიდრე იყოს სერგეი იგნატიევი, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობს.
XS
SM
MD
LG