Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ახალქალაქის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებმა მოითხოვეს,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ახალქალაქის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებმა მოითხოვეს,
რომ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენოციდად აღიაროს პირველი მსოფლიო ომისა და შემდგომ წლებში, ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ეროვნების მოქალაქეთა მასობრივი მკვლელობა. “როგორ შეიძლება ძმამ ძმის გენოციდი არ აღიაროსო” – მოჰყავს პრაიმ-ნიუსის სააგენტოს ახალქალაქელი სომხების სიტყვები. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის არსებობს შეთანხმება ამ საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე და უმჯობესი იქნება, თუ საქართველო კომისიის მუშაობის შედეგებს დაელოდება. პარლამენტის სპიკერმა, რომელმაც შაბათ-კვირას სამცხე-ჯავახეთში იმოგზაურა, 1915 წლის მოვლენებს “ტრაგედია” უწოდა. ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ერის გენოციდი ოფიციალურად აღიარა საფრანგეთის პარლამენტმა, ხოლო აშშ-ის 30-ზე მეტმა კონგრესმენმა ანალოგიური რეაგირების განხორციელების თაობაზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მიმართა.
XS
SM
MD
LG