Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში, ევროპის კავშირსა და ბელგიის


ნატოში, ევროპის კავშირსა და ბელგიის სამეფოში თავისი ვიზიტის პირველ დღეს ედუარდ შევარდნაძემ მოლაპარაკება გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან ჯორჯ რობერტსონთან.

ნატოში, ევროპის კავშირსა და ბელგიის სამეფოში თავისი ვიზიტის პირველ დღეს ედუარდ შევარდნაძემ მოლაპარაკება გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან ჯორჯ რობერტსონთან.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ ნატოსა და აშშ-ის დახმარებით და სამხედრო რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს ეროვნული არმია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი გახდება. თავის მხრივ, ჯორჯ რობერტსონმა განაცხადა, რომ ნატო მზად არის, საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალების გარდაქმნის პროცესში დაეხმაროს. რობერტსონმა დასძინა, რომ საქართველო ნატოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში და ჩრდილოატლანტიკური კავშირი მეტად დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. დღესვე, უფრო ადრე, ედუარდ შევარდნაძე შეხვდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორს ხავიერ სოლანას. მასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შევარდნაძემ განაცხადა, რომ ოპტიმიზმით უყურებს პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარების პერსპექტივებს.
ხავიერ სოლანამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გადადგმული “თამამი ნაბიჯები”.
XS
SM
MD
LG