Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში დასრულდა სამხედრო ოპერაცია


აღმოსავლეთ ავღანეთში დასრულდა სამხედრო ოპერაცია “ანაკონდა”,

აღმოსავლეთ ავღანეთში დასრულდა სამხედრო ოპერაცია “ანაკონდა”,
რომელსაც ბოლო კვირების მანძილზე შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ახორციელებდნენ. ოპერაციის დამთავრების შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომელმა, ბრიგადის გენერალმა ჯონ როსამ. მისივე თქმით, საერთაშორისო კოალიციის 500-მდე მოსამსახურე კვლავაც განაგრძობს შაჰ-ე-კოტის ხეობაში თალიბანისა და “ალ-ყაიდის” მებრძოლთა ძებნას. 17-დღიან ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ისა და მისი მოკავშირეების 2000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. ოპერაციის მსვლელობაში 8 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, შაჰ-ე-კოტის ხეობის გამოქვაბულებში იპოვეს მნიშვნელოვანი სადაზვერვო მასალები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი უნდა გახდეს მთელს მსოფლიოში ტერორისტების ურთიერთმოქმედების გეგმებისა და ბევრი მათგანის ადგილსამყოფლის დადგენა. აღმოსავლეთ ავღანეთში ინტენსიური ბრძოლები ამ ერთი კვირის წინათ დასრულდა.
XS
SM
MD
LG