Accessibility links

გრძელდება ისრაელსა და პალესტინელებს შორის


გრძელდება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები შესაძლო დაზავების შესახებ, მიუხედავად დღევანდელი ტერაქტისა, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

გრძელდება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებები შესაძლო დაზავების შესახებ, მიუხედავად დღევანდელი ტერაქტისა, რომლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.
ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია ”ისლამურმა ჯიჰადმა”, რომელმაც გამოაცხადა, რომ ტერაქტი ჩადენილია პასუხად ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის მოკვლაზე ლტოლვილთა ბანაკ ჯენინში. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა დაგმო ტერაქტი. დღეს არაფატთან შეხვედრაზე რეგიონში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილმა ენტონი ზინიმ განაცხადა, რომ ექსტრემისტების მოქმედება შეიძლება დაბრკოლებად იქცეს ისრაელთან ზავის მიღწევის საქმეში. ზინიმ და არაფატმა განიხილეს სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის პრობლემები, რომელიც გასულ წელს წარმოადგინა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს არაფატს კვლავ ბრალი დასდო ტერორიზმისთვის ბოლოს მოღების უუნარობაში. პალესტინის ავტონომიის ინფორმაციის მინისტრმა იასირ აბედ რაბომ განაცხდა, რომ ამჟამინდელი ძალადობისთვის პასუხისმგებლობა შარონს ეკისრება. [რაბოს ხმა] ”ჩემის აზრით, შარონია პასუხისმგებელი ყველაფრისთვის, რაც დღეს ხდება. უკანასკნელ თვეებში მან გაანადგურა პალესტინელთა უშიშროების ძალების ინფრასტრუქტურა. ასობით უშიშროების ძალების წევრი პალესტინელი მოკლულ იქნა, თუმცა ისინი არავითარ ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ”, განაცხადა რაბომ.
XS
SM
MD
LG