Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ირანს თითქოს ბალისტიკური რაკეტის შექმნაში უწევს დახმარებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ირანს თითქოს ბალისტიკური რაკეტის შექმნაში უწევს დახმარებას.
ივანოვმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება ლონდონში, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, ჯორჯ ტენეტის მტკიცება ”არ შეესატყვისება რუსეთ-ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობის სულისკვეთებას.” გუშინ შეერთებული შტატების სენატში გამოსვლისას ტენეტმა თქვა, რომ რუსეთი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ირანს მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განხორციელებაში.
XS
SM
MD
LG