Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის


თბილისში რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის მორიგ მცდელობად აფასებენ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოსკოვის მოთხოვნას,

თბილისში რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის მორიგ მცდელობად აფასებენ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოსკოვის მოთხოვნას,
აფხაზეთში ბანდფორმირებების მოღვაწეობის აღკვეთის თაობაზე. პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ განაცხადა, რომ “უნდა განვასხვავოთ კრიმინალების და ბანდიტების მოქმედებები აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობისაგან”. მისი თქმით, გაეროს ერთ-ერთი კონვენცია აღიარებს საკუთარი სახლებიდან დევნილი მოსახლეობის უფლებას პარტიზანულ მოძრაობაზე. “თუ აფხაზეთის კონფლიქტი ახლო მომავალში არ დარეგულირდება მშვიდობიანი გზით, შესაძლოა ყველა დევნილი პარტიზანი გახდეს”, თქვა გახოკიძემ. მისი განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოში დაბრუნებისათვის იბრძვიან, საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ცნობს ბანდიტებად და ტერორისტებად. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში დიტერ ბოდენს გაუჭირდა პირდაპირი პასუხი გაეცა კითხვაზე - აქვთ თუ არა აფხაზეთიდან დევნილებს პარტიზანული მოძრაობის შექმნის უფლება. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ “აფხაზეთში უსაფრთხოების ზონაში ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია, რადგან საქართველოსა და აფხაზთა მხარეები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კურსის მხარდამჭერებად გამოდიან”. დიტერ ბოდენი თვლის, რომ მხარეებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ უსაფრთხოების ზონაში სიტუაციაზე კონტროლის უზრუნველყოფაში და “ძალადობის ნებისმიერი აქტი მხოლოდ წინააღმდეგობებს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის”.
XS
SM
MD
LG