Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ კათოლიკური ეკლესიის მსახურთათვის ყოველწლიურ მიმართვაში მწვავედ გააკრიტიკა მღვდლები,

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ კათოლიკური ეკლესიის მსახურთათვის ყოველწლიურ მიმართვაში მწვავედ გააკრიტიკა მღვდლები,
რომლებიც სექსუალურ სკანდალებში და ბოროტმოქმედებებში არიან გარეული, და თანაგრძნობა გამოუცხადა მათ მსხვეპლთ. დღეს გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ამ ბოროტმოქმედებებმა ძირი გამოუთხარა მთელი კათოლიკური ეკლესიის რეპუტაციას. უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპის რიგ ქვეყნებში, აგრეთვე შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში, კათოლიკური ეკლესიის რამდენიმე უმაღლესი რანგის სასულიერო პირი დაადანაშაულეს სექსუალურ ბოროტმოქმედებებში – ძირითადად პედოფილიასა და არასრულწლოვანთა გარყვნაში. დაზარალებულთათვის გადახდილი კომპენსაცია მილიონობით დოლარით განიზომება.
XS
SM
MD
LG