Accessibility links

logo-print

პერუს პრეზიდენტმა ალეხანდრო ტოლედომ განაცხადა


პერუს პრეზიდენტმა ალეხანდრო ტოლედომ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში ტერორის ახალ აფეთქებას.

პერუს პრეზიდენტმა ალეხანდრო ტოლედომ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში ტერორის ახალ აფეთქებას.
ამ განცხადებას წინ უსწრებდა ტერაქტი პერუს დედაქალაქში. ამერიკის საელჩოსთან მოხდა ძლიერი აფეთქება – ამოქმედდა ავტომობილში მოთავსებული ორი ბომბი. დაიღუპა 9 ადამიანი და 30-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქება მოხდა ადრე ლიმაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ჩასვლამდე სამი დღით. ჯერჯერობით არავის უკისრია ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა, მაგრამ შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ აფეთქება მოაწყო ულტრამემარცხენე მეამბოხეთა დაჯგუფება ”ბრწყინვალე გზამ”.
XS
SM
MD
LG