Accessibility links

logo-print

სამი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე


სამი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა დღეს დასავლეთი იერუსალიმის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად.

სამი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა დღეს დასავლეთი იერუსალიმის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად.
აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. დაღუპულთა შორის არის ორი ისრაელი და თავად ტერორისტი. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის ფათჰის პარტიის რადიკალურმა ფრთამ, ”ალ აქსას მარტვილთა ბრიგადებმა”. ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ იგი მზადაა შეხვედს არაფატს, თუკი ეს უკანასკნელი ისრაელის წინააღმდეგ ძალადობის შესუსტებისთვის იღონებს რამეს. ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა არაფატით იმედგაცრუება გამოხატა, მაგრამ, მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ არაფატი მაინც შეძლებს რამის გაკეთებას. [ბუშის ხმა] ”ჩემის აზრით, სწორად მოვიქეცით. ჩვენ მკაცრი პირობები წამოვაყენეთ და იმედი გვაქვს, რომ ბატონი არაფატი შეასრულებს ამ პირობებს. გულახდილად რომ თქვა, იმედგაცრუებული ვიყავი არაფატის ქმედებით. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ იგი ყურად იღებს, რაც ვიცე-პრეზიდენტმა უთხრა მას”, განაცხადა ბუშმა. დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ”ალ აქსას მარტვილთა ბრიგადები” საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანა. ორგანიზაციის მიმართ საგანგებო სანქციები იქნება შემოღებული.
XS
SM
MD
LG