Accessibility links

logo-print

ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოები შიშობენ


ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოები შიშობენ, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი მოეპოვება

ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოები შიშობენ, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი მოეპოვება
– განაცხადა დღეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ. მისი სიტყვებით, იმ 10 სახელმწიფოს ლიდერებმა, რომლებიც მან ახლახან მოინახულა, კერძოდ შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ ერაყის ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და ქვეყანაში არ უშვებს სამხედრო ინსპექტორებს. მიუხედავად ამისა, საჯარო გამოსვლებში არაბული სახელმწიფოების ლიდერები ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, გაამკაცროს ბაღდადის მიმართ პოლიტიკა. ისინი კოფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებას უჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG