Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა დღეს განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირი და რუსეთი განაგრძობენ მოლაპარაკებებს მომავალი თანამშრომლობის პირობების თაობაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა დღეს განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირი და რუსეთი განაგრძობენ მოლაპარაკებებს მომავალი თანამშრომლობის პირობების თაობაზე.
[რობერტსონის ხმა] ”მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მოსკოვი ძალიან ბევრს ითხოვს. არც ის მგონია, რომ ნატო ითხოვს ძალიან ბევრს. პროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამჟამად ისტორიაში დადგა დრო, როცა დასავლეთსა და რუსეთს ჰყავთ საერთო მტერი, მთელი რიგი საერთო პრობლემა, და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული შესაძლებლობები.” რობერტსონი ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება ვიზიტად ნატოს სამიტის მოსამზადებლად, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება პრაღაში. შეხვედრაზე განხილულ იქნება ჩრდილოატლანტიკური კავშირის გაფართოების საკითხი. კავშირში მიღებაზე პრეტენზიას აცხადებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ცხრა სახელმწიფო. დღესვე პრაღაში გამოსვლისას რობერტსონმა განახცადა, რომ ნატოს რიგებში მიღებულ იქნებიან ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიის ერთგული არიან. ”ასე რომ, მე მოვუწოდებ ხალხს, რომ თუკი ნატოს წევრობა სურთ, აირჩიონ ისეთი პარტიები, რომლებიც მათ ნატოში შესვლას გაუადვილებენო”, დასძინა გენერალურმა მდივანმა.

XS
SM
MD
LG