Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო მოსკოვის მიერ გამოთქმული ბრალდება,

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო მოსკოვის მიერ გამოთქმული ბრალდება,
თითქოს თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზებას ცდილობდნენ და სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ პარტიზანებს იარაღით ამარაგებდნენ. ამ მტკიცებების უარმყოფელი განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამ დღეს გამოაქვეყნა. გუშინ სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან გაქცეულმა მებრძოლებმა თავი აფხაზეთს შეაფარეს. მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ექვსი წლის წინათ ბორნის გატაცებისთვის ძებნილი ჩეჩენი ტერორისტები ასევე აფხაზეთში იმყოფებიან. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის დასაბრუნებლად საქართველო ძალის გამოყენებას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG