Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სოფიას არ გააჩნია ინფორმაცია საქართველოსა


“სოფიას არ გააჩნია ინფორმაცია საქართველოსა და ბულგარეთის გავლით ევროპაში მიგრაციის არალეგალური არხის არსებობის თაობაზე”.

“სოფიას არ გააჩნია ინფორმაცია საქართველოსა და ბულგარეთის გავლით ევროპაში მიგრაციის არალეგალური არხის არსებობის თაობაზე”.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი გრიგორიევის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. ამავე დროს, ვალერი გრიგორიევის თქმით, ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე მხოლოდ მიმდინარე წელს დააკავეს ავღანეთის, ერაყის, სიერა-ლეონეს, კოსტა-რიკისა და სხვა ქვეყნების ხუთასამდე მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შეღწევას არალეგალური გზით ცდილობდა. დღეს გრიგორიევმა და საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ ხელი მოაწერეს ოქმს 2002-2003 წლებში თანამშრომლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG