Accessibility links

logo-print

მექსიკის ქალაქ მონტერეიში დასასრულს უახლოვდება


მექსიკის ქალაქ მონტერეიში დასასრულს უახლოვდება გაეროს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია,

მექსიკის ქალაქ მონტერეიში დასასრულს უახლოვდება გაეროს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია,
რომლის მონაწილეები ღარიბი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების პრობლემებს განიხილავენ. დღეს კონფერენციაზე სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. მან მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, დაიცვან საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და უფრო აქტიურად განახორციელონ პოლიტიკური რეფორმები – თუ მომავალშიც სურთ შეერთებული შტატებისგან დახმარების მიღება. ბუშის თქმით, ღარიბ ქვეყნებს ვერავითარი დახმარება ვერ უშველის, თუ მათმა მთავრობებმა თვითონ არ იზრუნეს კორუფციის აღმოფხვრასა და ბაზრების გახსნაზე. [ჯორჯ ბუშის ხმა] “მსოფლიოს ღარიბ ადამიანებს საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სახსრები სჭირდებათ და, როგორც ყველა, ისინიც იმსახურებენ იმგვარი ინსტიტუტების ქონას, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათი ოცნებების ასრულებას. ყველა ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათი შეხედულებისამებრ იმოქმედებს; სამართლებრივ სისტემას, რომელიც ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ინტერესებს კი არ იცავს, არამედ ფართო შესაძლებლობებს ქმნის; ეკონომიკურ სისტემას, რომელიც პატივს სცემს მათს მიზნებს და ადამიანთა ძალისხმევას სათანადოდ დააჯილდოებს.” დღეს მონტერეის კონფერენცია მუშაობას დაამთავრებს.
XS
SM
MD
LG