Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ უარყო


უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ უარყო აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია, რომელშიც კიევის მისამართით გამოთქმულია მოწოდება,

უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ უარყო აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია, რომელშიც კიევის მისამართით გამოთქმულია მოწოდება,
უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. კუჩმამ გაოცება გამოხატა რეზოლუციის გამო და განაცხადა, რომ დემოკრატია და ეკონომიკა უკრაინაში წარმატებით ვითარდება. ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესმა შეშფოთება გამოთქვა იმ მრავალრიცხოვანი უხეში დარღვევების გამო, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში დაუშვა. ანალოგიური რეზოლუცია ოთხშაბათსვე მოიწონა აშშ-ის სენატმა. საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 31 მარტს გაიმართება.
XS
SM
MD
LG