Accessibility links

logo-print

ისრაელმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი


ისრაელმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი დღის მოვლენები დაგვანახებს, შესძლებს თუ არა იასირ არაფატი არაბული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე ბეირუთში გამგზავრებას.

ისრაელმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი დღის მოვლენები დაგვანახებს, შესძლებს თუ არა იასირ არაფატი არაბული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე ბეირუთში გამგზავრებას.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა არიე მერკელმა დღეს განაცხადა, რომ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ პალესტინელები სათანადო ზომებს მიიღებენ სამშვიდობო გეგმის შესასრულებლად, რომელიც თავის დროზე შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა წამოაყენა. არაბი ლიდერების შეხვედრა ბეირუთში – ოთხშაბათს დაიწყება. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ შეუძლებელია ისრაელის მიერ წამოყენებულ პირობათა შესრულება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გუშინ განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება იასირ არაფატს, თუ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი ბოლოს მოუღებს ტერორიზმს.
XS
SM
MD
LG