Accessibility links

logo-print

ავღანეთის ყოფილი მეფის, მოჰამად ზაჰირ


ავღანეთის ყოფილი მეფის, მოჰამად ზაჰირ შაჰის დაბრუნება სამშობლოში შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს.

ავღანეთის ყოფილი მეფის, მოჰამად ზაჰირ შაჰის დაბრუნება სამშობლოში შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით გადაიდოს.
როგორც ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა დღეს ქაბულში, ამგვარი გადაწყვეტილება – უშიშროების მოსაზრებითაა ნაკარნახევი. ზაჰირ შაჰი, რომელიც 1973 წლიდან მოყოლებული, როცა იგი ავღანეთიდან გააძევეს, რომში ცხოვრობს, მომავალ კვირაში უნდა ჩასულიყო ქაბულში. ზაჰირ შაჰს იმ პიროვნებად მიიჩნევენ, რომელსაც შესწევს უნარი - თავის ირგვლივ შემოიკრიბოს ავღანეთში სხვადასხვა ეთნიკურ და პოლიტიკურ დაჯგუფებათა ლიდერები.
XS
SM
MD
LG