Accessibility links

logo-print

ქალაქ რიაზანის ერთ-ერთ კინოთეატრში დღეს


ქალაქ რიაზანის ერთ-ერთ კინოთეატრში დღეს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ”თავდასხმა რუსეთზე”,

ქალაქ რიაზანის ერთ-ერთ კინოთეატრში დღეს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი ”თავდასხმა რუსეთზე”,
რუსეთის ქალაქებში 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქების შესახებ. ფილმის ჩვენება მოძრაობა ”ლიბერალნაია როსიას” რიაზანის განყოფილებამ მოაწყო. დღესვე, ეს ფილმი ლატვიის ტელევიზიის მეორე არხით იქნა ნაჩვენები. ”თავდასხმა რუსეთზე” ფრანგმა ჟურნალისტებმა გადაიღეს რუსი ბიზნესმენის ბორის ბერეზოვსკის სახსრებით. ფილმში მოყვანილი ფაქტებით მტკიცდება, რომ საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში 1999 წელს, ქალაქებში: მოსკოვში, ვოლგოდონსკსა და ბუინაკსკში – რუსეთის სპეცსამსამსახურები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG