Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით


შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს რომში ხალხმრავალი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა.

შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს რომში ხალხმრავალი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა.
ორ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა რომის ქუჩებში. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მთავრობის გადაწყვეტილების გამო – გაუადვილოს სამრეწველო საწარმოთა ხელმძღვანელებს თანამშრომელთა დასაქმებისა და დათხოვნის პროცედურა. იტალიის მემარცხენე პროფკავშირების კონგრესის ხელმძღვანელობამ, რომელმაც დღევანდელი დემონსტრაცია მოაწყო, განაცხადა, რომ ერთდღიანი ეროვნული გაფიცვის მოწყობა აქვს მომავალ კვირაში დაგეგმილი. კონფლიქტის მოგვარების მიზნით, სილვიო ბერლუსკონიმ რომში შესთავაზა შეხვედრა სამშაბათს პროფკავშირების წარმომადგენლებსა და სამრეწველო საწარმოთა ხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG