Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს მექსიკიდან პერუში გაემგზავრა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს მექსიკიდან პერუში გაემგზავრა,
სადაც სამხრეთი ამერიკიდან ნარკოტიკების კონრაბანდის აღკვეთისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მაკითხზე გამართავს მოლაპარაკებას. ლიმაში ჯორჯ ბუში პერუს, კოლუმბიის, ბოლივიისა და ეკვადორის ლიდერებს შეხვდება. ამ ვიზიტთან დაკავშირებით უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ლიმაში, შეერთებული შტატების საელჩოსთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ 9 პერუელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერორისტული აქტის პასუხისმგებლობა არავის არ აუღია თავის თავზე. პრეზიდენტი ბუში ლიმაში ჩავა მექსიკის ქალაქ მონტერეიდან, სადაც სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციას დაესწრო.
XS
SM
MD
LG