Accessibility links

logo-print

სერბიის პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი უკმაყოფილებას


სერბიის პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო,

სერბიის პრემიერ-მინისტრი ზორან ჯინჯიჩი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო,
რომ იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ არ გადააყენა თავისი სამხედრო დაზვერვის უფროსი, რომლის ბრძანებით, სერბიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჯაშუშობის ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს. ”ასოშიეიტედ პრესის” სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში, სერბიის იუსტიციის მინისტრმა ვლადან ბატიჩმა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მომხრეთა მფარველობაში დაადანაშაულა კოშტუნიცა. ლპარაკია გენერალ ალექსანდრ ტომიჩზე, რომელიც იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვის უწყებას ხელმძღვანელობს. გასულ კვირაში სამხედროებმა სერბიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მომჩილო პერისიჩი დააპატიმრეს შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობის ყალბი ბრალდებით. პერისიჩი ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს, და იგი – თანამდებობიდან გადადგა. მასთან ერთად დაკავებული ამერიკელი დიპლომატი 15 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG