Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ახლო


შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ენტონი ზინი დღეს ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენლებს ხვდება.

შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ენტონი ზინი დღეს ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენლებს ხვდება.
ზინის შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურების მესვეურებთან მიზნად ისახავს ბოლო მოეღოს უკვე 18 თვიან სისხლისღვრას, რასაც 1500-მდე ადამინის სიცოცხლე შეეწირა. თუკი ამ მოლაპარაკებას შედეგი მოჰყვა, შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი დიკ ჩეინი პალესტინელთა ლიდერს არაფათს შეხვდება. ჯორჯ ბუშმა გუშინ პერუში თქვა, რომ არაფატი საკმარისად არ მოქმედებს ძალადობის შესაჩერებლად და ჩეინისთან შეხვედრას მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი ის იმოქმდებსო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თავისი კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მან დიკ ჩეინის უთხრა, რომ სურს დაესწროს არაბული სახელმწიფოების სამიტს ბეირუთში. არაბული ლიგის მდივანმა ამრ მუსას ამ წინადადებაზე შარონს თავშეკავებული პასუხი გასცა.
დღეს დილით სასიკვდილოდ დაჭრეს ისრაელი ქალი, რომელიც ავტობუსში იჯდა, როცა მას ცეცხლი გაუსხნეს. დღესვე ისრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი პოლიციელი, როცა ისინი პალესტინელთა სოფლებში ეჭვმიტანილებს დაეძებდენენ.
XS
SM
MD
LG