Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა დიკ


შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში,

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში,
რომ თალიბები და ალ ყაიდელები მას მერე, რაც იწვნიეს საერთაშორისო ჯარის შეტევები, ახლა თავიანთ ძალებს გადააჯგუფებენ და მომავალი ბრძოლებისთვის მოემზადებიან. ჩეინის თქმით, დაზვერვის ინფორმაცია ადასტურებს ამას. ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, სადაც ამჟამად ამერიკელთა ნაწილია გამაგრებული მისმა წარმომადგენელმა მაიორმა ბრაიენ ჰილფერტიმ თქვა, რომ ამერიკის ჯარიც ემზადება თავდასხმების მოსაგერიებელად, რომელსაც სავარაუდოდ ავღანელები აპირებენ განახორციელონ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა, რომ ავღანეთში მყოფი საერთაშორისო ჯარის მეთაურობას ბრიტანეთი შეინარჩუნებს მაისის ბოლომდე.
თავიდან დაგეგმილი იყო, რომ აპრილში მეთაურობას თურქეთი გადაიბარებდა, მაგრამ სტრომ თქვა, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ არის დარწმუნებული, რომ თურქები ამისთვის მზად არიან.
XS
SM
MD
LG