Accessibility links

logo-print

ბულგარეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს ამ ქვეყნის


ბულგარეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე “ალ-ყაიდის” მებრძოლთა ძებნა.

ბულგარეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე “ალ-ყაიდის” მებრძოლთა ძებნა.
ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ამ ორიოდე დღის წინათ ბოსნიის მთავრობამ განაცხადა, რომ ტერორისტებმა ბულგარეთის დედაქალაქში საიდუმლო თათბირი ჩაატარეს. ბოსნიის ხელისუფალთა ინფორმაციით, სოფიის შეხვედრაზე შემუშავებულ იქნა სარაევოში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის თეორიული გეგმა. მიღებული ცნობების თანახმად, სოფიაში აშშ-ის საელჩომ ბულგარეთის ხელისუფალთ გადასცა “ალ-ყაიდასთან” კავშირში ეჭვმიტანილი იმ პირების სია, რომლებიც, შესაძლოა, ბულგარეთში იმალებოდნენ.
XS
SM
MD
LG