Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება დარწმუნებულია


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს აფხაზეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს აფხაზეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება.
სოხუმის ხელისუფლების ლიდერის თანაშემწის, ასტამურ ტანიას სიტყვებზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ტანიას თქმით, ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა გარკვეული სიმპტომები, რომელთა შორისაა აშშ-ის მიერ საქართველოს ანტიტერორისტული ძალების მომზადების გეგმა, კოდორის ხეობის დემილიტარიზაციაზე უარის თქმა, პარლამენტის დადგენილება აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე, უშიშროების სამინისტროს განცხადებები აფხაზეთში “ალ-ყაიდის” მებრძოლთა ყოფნის თაობაზე. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ “ჭორი” უწოდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს ქვეყნის ხელისუფლება აფხაზეთის დაბრუნებას აშშ-ის სამხედრო ძალების დახმარებით გეგმავდეს.
XS
SM
MD
LG