Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ დამატებით 350 ათასი ევრო


გერმანიამ დამატებით 350 ათასი ევრო გამოყო დასავლეთი საქართველოს გვალვით დაზარალებული რაიონების დასახმარებლად.

გერმანიამ დამატებით 350 ათასი ევრო გამოყო დასავლეთი საქართველოს გვალვით დაზარალებული რაიონების დასახმარებლად.
ეს თანხა სასუქების შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში გამოაცხადა. შევარდნაძის თქმით, გერმანიაში მისი ამასწინანდელი ვიზიტი არ უკავშირდებოდა მხოლოდ ამ ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰანს დიტრიხ გენშერის 75 წლის იუბილეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან მნიშვნელოვანი საუბრები გამართა ამ გერმანიის საგარეო უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელთან იოშკა ფიშერთანაც.
XS
SM
MD
LG