Accessibility links

logo-print

არ შედგა ისრაელისა და პალესტინელთა


არ შედგა ისრაელისა და პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა მოლაპარაკება,

არ შედგა ისრაელისა და პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა მოლაპარაკება,
რომელიც დღეისთვის იყო დანიშნული. ამ მოლაპარაკების ფარგლებში მხარეებმა უკვე ოთხი შეხვედრა ჩაატარეს. მოლაპარაკებაში მონაწილეობს აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი. მას დღევანდელ რაუნდშიც უნდა მიეღო მონაწილეობა. დღეს ისრაელის პრეზიდენტმა მოშე კაცავმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით საუდის არაბეთის მიერ წამოყენებული ინიციატივა შეიძლება საფუძვლად დაედოს სამშვიდობო მოლაპარაკებას. ეს ინიციატივა უნდა განიხილონ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მომავალ სამიტზე, რომელიც ოთხშაბათს ბეირუთში დაიწყება. ხვალ ისრაელის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, დართოს თუ არა ბეირუთის სამიტში მონაწილეობის ნება პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს იასირ არაფატს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, ბეირუთში გამგზავრების უფლება მისცეს არაფატს.
XS
SM
MD
LG