Accessibility links

დღეს ბეირუთში პალესტინელთა დელეგაციამ პროტესტის


დღეს ბეირუთში პალესტინელთა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა არაბული ქვეყნების სამიტი მას მერე, რაც ლიბანმა უარი თქვა

დღეს ბეირუთში პალესტინელთა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა არაბული ქვეყნების სამიტი მას მერე, რაც ლიბანმა უარი თქვა
პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის გამოსვლის სატელიტური ხაზით გადაცემაზე. პალესტინელთა დელეგაციის წარმომადგენლის, ანვარ აბდელ ჰადის თქმით, ლიბანის პრეზიდენტმა ემილ ლაჰუდმა უარი თქვა არაფატის გამოსვლის ტრანსილაციაზე. ინციდენტისთვის ახსნა-განმარტება მოითხოვა პალესტინელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა საედ ერექათმა. [ერექათის ხმა] ”ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ახსნა-განმარტებას ველით სამიტის ხელმძღვანელობისგან და მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით.” პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად სამიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა შეიხმა მახტუმ ბინ რაშიდმაც დატოვა.
XS
SM
MD
LG