Accessibility links

logo-print

დღეს აფხაზეთში მოხდა ოთხი ტერაქტი


დღეს აფხაზეთში მოხდა ოთხი ტერაქტი, რომელთა შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.

დღეს აფხაზეთში მოხდა ოთხი ტერაქტი, რომელთა შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.
დილით ორი აფეთქება მოხდა ოჩამჩირის რკინიგზის სადგურსა და ნავსადგურში. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა სამგზავრო მატარებელში, რომელიც ოჩამჩირიდან სოხუმისკენ მიემართებოდა. ოდნავ მოგვიანებით ოჩამჩირის რაიონში აფეთქდა ბენზინის გადასაზიდი მატარებელი. მსხვერპლი მხოლოდ სამგზავრო მატარებელში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა. აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა ქართველ პარტიზანებს დააკისრა და საქართველოს ხელისუფლება ექსტრემისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG