Accessibility links

logo-print

ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა, რომ


ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა, რომ დაამტკიცა ფოლადის იმპორტის შეზღუდვისკენ მიმართული ზომები.

ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა, რომ დაამტკიცა ფოლადის იმპორტის შეზღუდვისკენ მიმართული ზომები.
ევროპის კომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ თქვა, რომ ეს ზომები ერთი დღით მეტ ხანსაც კი არ გაგრძელდება, ვიდრე შეერთებული შტატების მიერ ერთი კვირის წინ შემოღებული გაძვირებული ტარიფები. პროდის თმით, ეს ზომები არ ნიშნავს ევროპის კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ურთიერთობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. მაგრამ ევროპის კავშირმა უნდა დაიცვას თავისი ბაზრები შეერთებული შტატების მიერ უკუგდებული ფოლადისგანო. [პროდის ხმა] ”ევროპის კავშირი არ ცდილობს კონფრონტაციას. ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს ბუნებრივ ინტერესებს, ევროპის მრეწველობის ინტერესებს, ვინაიდან ეს ჩვენი მოვალეობაა და სწორი საქციელია”, განაცხადა პროდიმ. ევროპის კავშირის ვაჭრობის კომისარმა პასკალ ლამიმ თქვა, რომ ეს ტარიფები შეეხება მხოლოდ ფოლადის იმ იმპორტს, რომელიც გადააჭარბებს 2001 წლის დონეს, როცა ფოლადის იმპორტი ევროპის კავშირში სარეკორდოდ მაღალი იყო.
XS
SM
MD
LG