Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური პროკურატურა ,,ახალ დასაბუთებულ” დადგენილებას


გენერალური პროკურატურა ,,ახალ დასაბუთებულ” დადგენილებას მიიღებს

გენერალური პროკურატურა ,,ახალ დასაბუთებულ” დადგენილებას მიიღებს
ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ 1993 წელს სამშობლოს ღალატისა და ბანდიტური ფორმირებების შექმნის ბრალდებებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე. როგორც პარლამენტის ოთხშაბათის სხდომაზე დეპუტატმა გურამ შარაძემ განაცხადა, მანამდე პროკურატურამ ,,შეთითხნილ ბრალდებებზე” აღძრული საქმე 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამო შეწყვიტა, ამდენად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გამსახურდია მაინც დამნაშავეა. ამ ბრალდებათა ძალაში დარჩენა იურიდიულად და მორალურად ნონსენსია, - აღნიშნა მან. ამასთან, შარაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამზადებს ბრძანებულების პროექტს, რომელიც საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის ოჯახს ყოველგვარი თავდასხმისაგან დაიცავს. პარლამენტი პარასკევს სპეციალურ დადგენილებას მიიღებს ზვიად გამსახურდიას ხსოვნის უკვდავყოფისა და მისი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ. ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 63 წელი შეუსრულდებოდა.
XS
SM
MD
LG