Accessibility links

logo-print

გროზნოს აეროპორტში გატაცებული რუსეთის შსს-ს


გროზნოს აეროპორტში გატაცებული რუსეთის შსს-ს გენერალი გენადი შპიგუნი პანკისის ხეობაში ჰყავდათ გადამალული,

გროზნოს აეროპორტში გატაცებული რუსეთის შსს-ს გენერალი გენადი შპიგუნი პანკისის ხეობაში ჰყავდათ გადამალული,
და ამის შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ხელისუფლებისათვის, განუცხადა მოსკოვში ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა. გენადი შპიგუნი 1999 წლის 5 მარტს გაიტაცეს თვითმფრინავიდან გროზნოს აეროპორტში. როგორც პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან იტყობინება, თენგიზ კიტოვანმა თქვა, რომ “ჩეჩნეთში გატაცებული მრავალი მძევალი საქართველოს ტერიტორიაზე ჰყავდათ ტყვეობაში”. კიტოვანის განცხადებას საქართველოს შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ ჩხაიძემ პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში “აბსურდული” უწოდა. თენგიზ კიტოვანმა ასევე განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში დაახლოებით 2 ათასამდე ჩეჩენი მეომრები იმყოფება. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი შეიარაღებული პირები საფრთხეს წარმოადგენენ როგორც საქართველოსთვის, ასევე სამხრეთი რუსეთისათვის.
XS
SM
MD
LG