Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში დამთავრებული არაბთა ლიგის სამიტის


ბეირუთში დამთავრებული არაბთა ლიგის სამიტის მონაწილეებმა ერთხმად მოიწონეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა,

ბეირუთში დამთავრებული არაბთა ლიგის სამიტის მონაწილეებმა ერთხმად მოიწონეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა,
რომელიც საუდის არაბეთმა წარმოადგინა. ბეირუთის სამიტის რეზოლუციის საბოლოო ტექსტი ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. საუდის არაბეთის გეგმა ითვალისწინებს 1967 წლის ომის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარის გასვლას – პალესტინელთა მხრიდან ძალადობის შეწყვეტისა და ისრაელთან არაბული ქვეყნების ურთიერთობათა ნორმალიზების სანაცვლოდ. გეგმაში საუბარია, აგრეთვე, პალესტინელ ლტოლვილთა უფლებაზე, სამშობლოში დაბრუნდნენ. და კიდევ: ისრაელმა თანხმობა უნდა განაცხადოს იმაზე, რომ აღმოსავლეთი იერუსალიმი პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდება. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარვან მოაშერმა კმაყოფილება გამოთქვა გეგმის მიღების გამო. [მარვან მოაშერის ხმა] “ეს სამიტის უდიდესი მიღწევაა. საუდის არაბეთის ინიციატივა ერთხმად მოვიწონეთ. ეს არის არაბული სამყაროს ერთობლივი გადაწყვეტილება, მშვიდობიანად ვიცხოვროთ ისრაელთან”. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ემანუელ ნაჩსონმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ინიციატივა, მისი ამჟამინდელი ფორმით, ისრაელისთვის მიუღებელია.
XS
SM
MD
LG