Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის


საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ანტიტერორისტული ძალების მოსამზადებლად ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების საქართველოში ჩასვლა გეგმის მიხედვით განხორციელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ანტიტერორისტული ძალების მოსამზადებლად ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების საქართველოში ჩასვლა გეგმის მიხედვით განხორციელდება.
მინისტრმა დასძინა, რომ სპეციალისტთა ჩასვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ თანამშრომლობის პროგრამა უკვე დაწყებულია. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და რაიმე შეფერხებაზე და პროგრამის განხორციელების შეჩერებაზე საუბარი ზედმეტია. პროგრამის თანახმად, აშშ-ის სამხედრო სპეციალისტები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ანტიტერორისტული შენაერთების მომზადებაში უნდა დაეხმარონ.
XS
SM
MD
LG