Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ კიდევ

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის იმ პირების გადაცემისა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სამხედრო დანაშაულების ჩადენაში.

სერბიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კოშტუნიცამ გაეროს ეგიდით მოქმედ ტრიბუნალს “მიკერძოებული” უწოდა. დღესვე სერბიის დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის თავმჯდომარეც კოშტუნიცაა, გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, საგანგებო კანონის მიუღებლად იუგოსლავია ჰააგის ტრიბუნალს ვერ გადასცემს სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს. გუშინ სერბიის მთავრობამ მიიღო დადგენილება ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის შესახებ – მიუხედავად პრეზიდენტის წინააღმდეგობისა და სერბიის უზენაესი სასამართლოს დადგენილებისა. 31 მარტს ვაშინგტონმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სერბიისთვის დახმარების გამოყოფის თაობაზე. დახმარების გაწევის ერთ-ერთი პირობაა ჰააგის ტრიბუნალთან სერბიის ხელისუფლების თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG