Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარასკევს გამართულ სხდომაზე “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარასკევს გამართულ სხდომაზე “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად
და სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევად” შეაფასა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადება მოსკოვის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზების გაყვანის გადაწყვეტილების შესაძლო გადახედვის თაობაზე. ნინო ბურჯანაძის თქმით, სერგეი ივანოვის განცხადება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან ელემენტარული საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა, როდესაც ქვეყანა უარს აცხადებს სხვა სახელმწიფოს სამხედრო დასწრებაზე, მეორე სახელმწიფო კი ჯიუტად ამბობს, რომ ის მაინც თავისას გააკეთებს და მოიქცევა ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია. ამიტომ, ბურჯანაძე თვლის, რომ ივანოვის გამონათქვამებთან დაკავშირებით “ძალიან სერიოზული” განცხადება უნდა გაკეთდეს. 1999 წელს ეუთოს სტამბულის სამიტზე მიღწეული იყო შეთანხმება 2001 წელს რუსეთის კუთვნილი ვაზიანისა და გუდაუთის ბაზების დახურვის თაობაზე. ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საქართველო მათ 3 წელიწადში გაყვანას ითხოვს, რუსეთი კი ამტკიცებს, რომ ამ პროცესისათვის 14 წელიწადი სჭირდება.
XS
SM
MD
LG