Accessibility links

logo-print

ოფიციალური თბილისი რუსეთის მხარის მიერ


ოფიციალური თბილისი რუსეთის მხარის მიერ სტამბოლის 1999 წლის ეუთოს სამიტზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.

ოფიციალური თბილისი რუსეთის მხარის მიერ სტამბოლის 1999 წლის ეუთოს სამიტზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.
“ფაქტობრივ უარის თქმად” აფასებს ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებას საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების შესაძლო გადახედვის შესახებ. ასეთი პოზიცია დააფიქსირა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე. მან იმედი გამოთქვა, რომ სერგეი ივანოვის პოზიცია “თვითშემოქმედება და სამწუხარო გაუგებრობაა”. საქართველოს უფლება აქვს შესაბამისი განმარტება მიიღოს, თქვა მინისტრმა. ირაკლი მენაღარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სერგეი ივანოვი ამახინჯებს საქმის რეალურ ვითარებას, როდესაც “აბსოლუტურად უსაფუძვლოდ” ადანაშაულებს თბილისს აფხაზეთის წინააღმდეგ ძალისმიერი მოქმედებების მზადებაში და ამას ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG