Accessibility links

logo-print

საგარეო პოლიტიკაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა


საგარეო პოლიტიკაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ნოვრუზ მამედოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,

საგარეო პოლიტიკაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ნოვრუზ მამედოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,
რომ ჯერ კიდევ არ არის ნათელი, მიიღებს თუ არა ალიევი მონაწილეობას კასპიის ზღვის სამიტში, რომელიც მომავალ თვეში შედგება. ამასთან, მემედოვის თქმით, ჯერაც არ არის ნათელი, მიაღწევს თუ არა რაიმე კონკრეტულ შედეგს ეს სამიტი, რომლის მიზანია კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა. რეგიონის ხუთ სახელმწიფოს – აზერბაიჯანს, ირანს, ყაზახეთს, რუსეთსა და თურქეთს – შორის აუცილებელია კონსენსუსის მიღწევა იმაზე, თუ როგორ დაიყოს ზღვის ფსკერი და წყალი. სამიტი, რომელიც 23-24 აპრილისთვის არის დაგეგმილი თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, თავს მოუყრის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებს. მაგრამ აზერბაიჯანს და ირანს ჯერ არ განუცხადებიათ საბოლოო დასტური სამიტში მონაწილეობის თაობაზე. ყაზახეთი და აზერბაიჯანი მხარს უჭერენ რუსეთის ფორმულას, რომლის თანახმად, კასპიის ზღვის ფსკერი ეროვნულ სექტორებად უნდა დაიყოს, წყალი კი საერთო კუთვნილება იყოს. ირანი და თურქმენეთი მოითხოვენ ფსკერის ან საერთო მოხმარებას ან 20 %-იან წილს.
XS
SM
MD
LG