Accessibility links

აშშ-ის სპეცდანიშნულების ჯარი უფრო აქტიურად შეიძლება ჩაებას ავღანეთში სამშვიდობო ჯარის მისიაში


ავღანეთში სამშვიდობო ძალების განთავსება მხოლოდ ქაბულში მოხერხდა. შეერთებული შტატები - ავღანეთის ოპერაციის წინამძღოლი - არ იყო მომხრე ამ ნაწილების სხვა ქალაქებშიც გაშვებისა და,

ამასთან, თავისი ჯარის, ასე ვთქვათ სამოქალაქო მიზნებით გამოყენებაც არ სურდა, აცხადებდა რა, რომ სპეცდანიშნულების ნაწილები, ელემენტარულად, არც არიან ამგვარი ამოცანისთვის მზად.

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ავღანეთში ჯარების გაშვებამდე ტერორიზმის ამოძირკვაზე, ხანმოკლე ოპერაციაზე ლაპარკობდა და არ სურდა ჟანდარმის როლი ეკისრა იქ. მაგრამ რეალობა შეიცვალა. ამერიკელი ჯარისკაცები სულ უფრო ხშირად ხდებიან მათი პროფილისგან განსხვავებული კონფლიქტების მონაწილე. სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა, შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მეთაურმა რიჩარდ მაიერსმა თქვა, რომ ათზე მეტ შიდა ხასიათის კონფლიქტში მოუხდათ ამერიკელ სამხედრობს ჩარევა. საქმე ის არის, რომ ახლა ავაღანეთში, მეტ პრობლემას უჩენენ ამ ქვეყანის ტერორიზმისგან გაწმენდის მსურველთ ეგრეთწოდებული საველე მეთაურები, რეგიონების წინამძღოლები. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლმა რიჩარდ ბაუჩერმა თქვა, მათთან მოლაპარაკებისას გამოიყენებენ სპეცდანიშნულების ჯარს, რათა საშინაო კონფლიქტები თავიდან იქნეს აცილებული.

პრობლემა ის არის მხოლოდ, რომ თუკი საგანგებო დანიშნულების ამგვარი ჯარი სამშვიდობო ჯარის ფუნქციებს იკისრებს, როგორც ეს ყოფილ იუგოსლავიაში ხდება, მას იქ დარჩენა დიდხანს მოუწევს. ეს კი, მეორე მხრივ, ამ ჯარის მთავარი მიზნის განხორციელებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეუშლის ხელს. ამერიკაში აზრთა სხვადასხვაობაა, ერთნი ამბობენ, რომ ავღანელებმა, მათმა ჯარმა, საშინაო კონფლიქტები თვითონ უნდა მოაგვარონ, აკი ეხმარებიან კიდეც მათ ამგვარი არმიის შექმნაში. სხვები კი იმ აზრზე არიან, რომ თუკი ამერიკას სურს სტაბილური ავღანეთი, მისი ჯარი უნდა ჩაერიოს სამშვიდობო ჯარის ფუნქციებში.

თვით ამერიკაშიც არაერთი ექსპერტი შიშობს, რომ თუკი ვაშინგტონი ყველაფერს არ იღონებს ავღანეთის პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ასე ვთქვათ, შუა გზაზე მიატოვებს მას, ავღანეთში ახალი ხანგრძლივი სამოქალაქო ომი დაიწყება და როგორც სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ბილ კლინტონის ყოფილი მრჩეველი ივო დაალდერი ამბობს, კიდევ ერთი ვიეტნამი შეგვრჩება ხელში.
XS
SM
MD
LG