Accessibility links

logo-print

დღეს ისრაელის ტანკებმა იერიში მიიტანეს


დღეს ისრაელის ტანკებმა იერიში მიიტანეს პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის შტაბ-ბინაზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

დღეს ისრაელის ტანკებმა იერიში მიიტანეს პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის შტაბ-ბინაზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
პალესტინელთა ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ისრაელის ჯარებმა პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს არაფატის ოფისს რამალაში და აიძულეს პალესტინელთა ლიდერი, სხვა ოთახში გადასულიყო. ისრაელმა განაცხადა, რომ ზიანს არ მიაყენებს არაფატს. [შარონის ხმა] ”არაფატი, რომელმაც ტერორის კოალიცია შექმნა ისრაელის წინააღმდეგ, მტერია და ამ ეტაპზე იგი იზოლირებულ იქნება”, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა. მან განკარგულება გასცა ფართო მასშტაბის იერიში დაწყებულიყო არაფატის შტაბ-ბინის წინააღმდეგ პასუხად პალესტინელთა მიერ განხორციელებულ ტერაქტზე, რომლის შედეგადაც 27 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დღეს რამალაში ტანკები, ჯარები და ვერტმფრენები აკონტროლებდნენ სიტუაციას. ქუჩებში გამართულ ბრძოლებში სუც ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პალესტინელი სამოქალაქო პირები და ისრაელის არმიის ერთი ოფიცერი. რამალაში ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პალესტინელმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა იერუსალიმის სუპერმარკეტში. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ”ალ აქსას წამებულთა ბრიგადებმა” – არაფატის ორგანიზაცია ფათჰის რადიკალურმა ფრთამ. ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG