Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს გაეროს


ისრაელის მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ისრაელს –

ისრაელის მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ისრაელს –
პალესტინელთა დასახლებული პუნქტებიდან გაიყვანოს თავისი ჯარი. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოუწოდა ისრაელს შეწყვიტოს პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობაზე თავდასხმა. ”პალესტინელთა ხელმძღვანელობის განადგურება ვერ მოუტანს ისრაელს მშვიდობას”-განაცხადა კოფი ანანმა. ხოლო ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს, მიღებულ რეზოლუციაში, პალესტინელებისთვის უნდა დაეკისრებინა ამჟამინდელი კრიზისის პასუხისმგებლობა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიდეონ მეირმა თქვა, რომ დაზავება უნდა იქნეს მიღწეული, ვიდრე ისრაელი გაეროს მოთხოვნას შეასრულებს პალესტინელთა დასახლებული პუნქტებიდან თავისი ჯარის გაყვანის თაობაზე. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში იეჰუდა ლანკრიმ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო, მიღებული რეზოლუციით, პალესტინელ ტერორისტებს მიემხრო. მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გაეროსა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს შეხვდებიან დღეს მოგვიანებით იერუსალიმში.
XS
SM
MD
LG