Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა არჩვაძე-გამსახურდია მადლიერებას გამოთქვამს იმ


მანანა არჩვაძე-გამსახურდია მადლიერებას გამოთქვამს იმ პიროვნებათა მიმართ,

მანანა არჩვაძე-გამსახურდია მადლიერებას გამოთქვამს იმ პიროვნებათა მიმართ,
ვინც პარლამენტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკვდავყოფის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ თავად მანანა არჩვაძემ განუცხადა სააგენტო კავკას-პრესს. როგორც ცნობილია, პარლამენტმა ფრაქცია ”21-ე საუკუნის” ინიციატივით მიიღო დადგენილება ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავყოფისა და მისი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ. დადგენილების თანახმად, თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას – ზვიად გამსახურდიას სახელი უნდა დაერქვას, უნდა დაიწყოს კოლხური კოშკის აღდგენითი სამუშაო, ხოლო საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე – შეწყდეს. როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ აღნიშნა, პარლამენტის ამ დადგენილების მიმართ იგი არც დადებითად არის განწყობილი და არც უარყოფითად. მიუხედავად ამისა იგი მადლიერია იმ პიროვნებების, ვინც არ დაუშვა პირველი პრეზიდენტის სახელის შეურაცყოფა და ზვიად გამსახურდიაზე მიკერებული იარლიყები პირად შეურაცყოფად მიიჩნია.
XS
SM
MD
LG