Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფრანს-პრესის” სააგენტოს ცნობით, პარასკევს თელავში


”ფრანს-პრესის” სააგენტოს ცნობით, პარასკევს თელავში დააპატიმრეს ქართველი ჟურნალისტი,

”ფრანს-პრესის” სააგენტოს ცნობით, პარასკევს თელავში დააპატიმრეს ქართველი ჟურნალისტი,
წარმოშობით ჩეჩენი ისლამ საიდაევი, რომელიც ისლამისტ ტერორისტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. წაყენებული ბრალდების თანახმად, საიდაევი ჩეჩენ მეამბოხეთა საველე მეთაურთან, ხათაბთანაა დაკავშირებული. დაპატიმრებულის ვექილმა სერგია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ საიდაევმა თავად აღიარა, რომ ჩეჩნეთის ომის გაშუქებისას, იგი, როგორც ჟურნალისტი მართლაც შეხვდა ხათაბსა და სხვა ჩეჩენ საველე მეთაურებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პარასკევს დაადგინა, რომ საიდაევმა სულ ცოტა სამი თვე დაჰყოს ციხეში, ვიდრე მისი საქმე არ იქნება გამოძიებული.
XS
SM
MD
LG