Accessibility links

”ავსტრიის შერიგების ფონდი” აპრილში დაიწყებს


”ავსტრიის შერიგების ფონდი” აპრილში დაიწყებს კომპენსაციის გადახდას იმ რუსი მოქალაქეებისთვის,

”ავსტრიის შერიგების ფონდი” აპრილში დაიწყებს კომპენსაციის გადახდას იმ რუსი მოქალაქეებისთვის,
რომლებიც ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკებში იყვნენ ომის დროს დატყვევებულები, აგრეთვე იმათთვისაც, იძულებითი სამუშაოების შესასრულებლად რომ გაამწესეს ნაცისტებმა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს. ამის შესახებ დღეს განაცხადა ხსენებული ფონდის თავმჯდომარემ ლიუდვიგ შტაინერმა. ”შერიგების ფონდი” 2000 წელს დაარსდა. მისი სახსრები ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მკვიდრი იმ 150,000 ადამიანისთვისაა გამიზნული, რომელთა იძულებით შრომას სახელმწიფო და კერძო საწარმოებში იყენებდნენ ნაციზმის წლებში. რუსეთი – ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ჯერ არ დაწყებულა კომპენსაციის გადახდა.
XS
SM
MD
LG