Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია


პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება.

პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება.
დღევანდელ შეხვედრაზე, სოჭში, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნები ესწრებოდნენ, პუტინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა მოსალოდნელი, სახელდობრ შეთანხმების მეშვეობით საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოებში თბილისსა და სოხუმს შორის საკონსტიტუციო უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა აგრეთვე, რომ მოსკოვს განზრახული აქვს აქტიურად შეუწყოს ხელი ურთიერთობათა ნორმალიზაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სოჭის თათბირზე მიღებულ იქნა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ერთობლივი დეკლარაცია ტერორიზმისა და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის საქმეში თანამშრომლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG