Accessibility links

logo-print

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ კათოლიკური აღდგომა მიულოცა დღეს რომის პაპს იოანე პავლე მეორეს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ კათოლიკური აღდგომა მიულოცა დღეს რომის პაპს იოანე პავლე მეორეს.
წერილობით მიმართვაში რუსეთის პატრიარქმა ”მარად სიხარული, დაუღალავი ლოცვა და ხანგრძლივი ჯანმრთელობა” უსურვა რომის პაპს. თუმცა ალექსი მეორის მიმართვაში აღნიშნულია ამასთანავე, რომ მისი მილოცვა არ უნდა იქნეს მიჩნეული ურთიერთობათა გაუმჯობესებად რუსეთის მართლმადიდებლურსა და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის. პატრიარქმა რამდენჯერმე უარყო შეხვედრა პაპთან, რომელსაც რუსეთში, კათოლიკური ეკლესიის ”ექსპანსიაში” ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG