Accessibility links

logo-print

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა მრავალათასიანი


მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა მრავალათასიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდნენ.

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა მრავალათასიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდნენ.
დემონსტრანტები აღშფოთებას გამოთქვამენ მთავრობის მცდელობით, რომ მოლდოვა ისევ რუსეთის გავლენის სფეროში დააბრუნოს. ჟურნალისტების შეფასებით, სულ ცოტა 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რომელიც არის ერთ-ერთი პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის მთავრობის წინააღმდეგ გახშირებული გამოსვლებიდან. დღეს დემონსტრანტებმა მოითხოვეს აგრეთვე მთავრობის გააქტიურება ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის, ვლად კუბრეაცოვის მოსაძებნად. კუბრეაცოვი, რომელიც კომუნისტების წინააღმდეგ წინა საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ამ 10 დღის წინ უგზო უკვლოდ დაიკარგა. საღამო ხანს დემონსტრაცია მშვიდობიანად დაიშალა. საპროტესტო გამოსვლების ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც თებერვალში გამოვიდა კანონი, რომლის ძალით სკოლებში ისევ სავალდებულო საგანი უნდა გამხდარიყო რუსული ენა. მოგვიანებით მთავრობამ გააუქმა ეს კანონპროექტი.
XS
SM
MD
LG